ჩემს შესახეებ

My photo
ქ.თბილისის 92-ე საჯარო სკოლის პედაგოგი

Monday, March 29, 2010

პროექტი

პროექტის თემა-შოკოლადი
პროექტის მოკლე აღწერა:შოკოლადის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიეაბა და მისი განხილვა ტიპებისა და მდგრადობის მიხედვით.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ შოკოლადის წარმოშობის ისტორიას,მოგვითხრობენ მისი სამშობლოს შესახებ. მსოფლიოს მაშტაბით მისი გავრცელების არეალს. დააჯგუფებენ მას ტიპებისა და მდგრადობის ნაირსახეობის მიხედვით. მოიპოვებენ ინფორმაციას მის სარგებლობასა და მავნებლლობაზე, გაესაუბრებიან ექიმ-დიეტოლოგს. შექმნიან გამოკითხულთა სტატისტიკიდან გამომდინარე რეიტინგის რუკებს, ეწვევიან შოკოლადის საწარმო,,ბარამბოს" და საკუთარი თვალით იხილავენ მის წარმოების ეტაპებს.
შეფასება:

ინდივიდუალური:
  • ინფორმაციის მოძიება დახარისხება
  • მნიშვნელოვანის გამიყოფა
  • ,,ესსე"-ს შექმნა
  • მასალის საინტერესო ფორმით პრეზენტაცია

ჯგუფური:
  • ორგანიზებულობა
  • მრავალფერივანი ისტ-ის გამოყენება პრეზენტაციისას
  • სამუშაოს განაწილება
  • სქემების შექმნა
  • ბროშურების შექმნა
მოსწავლეთა ასაკი:16-17 წელი
ვადები, ხანგრძლივობ:4კვირა
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:კომპიუტერი, საწერ-კალმები,თაბახის ფურცლები, ინტერნეტ გვერდები, powertpoint-ის საპრეზენტაციო პროგრამა,პროექტორი, პრინტერი,ფოტო-კამერა

აქტივობები:ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციის დახარისხება, კვლევა-ძიება, ანალიზი, ინტერვიუს წარმართვა, ფოტო მასალის შეგროვება, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიან დასურათებულ ბროშურებს, რისი საშუალებითაც მკითხველს შესთავაზებენ სრულ ინფორმაციას შოკოლადის შესახებ. აქციის სახით ბროშურები დარიგდება როგორც სკოლაში ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაო ენა:ქართული
რა ცოდნას ფლობენ წინასწარ:ჯგუფებში მუშობის სტრუქტურას, ინფორმაციის მოძიებას.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • გ) ტექნიკისა და სხვადასხვა გამოგონებების საკუთარ შეხედულებებით გამოყენება,ინფორმაციის მოძიება და გააზრება.
  • ვ) განიახლოს საკუთარი ინტერესები,ეცადოს ჩამოიყალიბოს ახალი უნარები.
  • ზ) ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბება.
კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან:
გეოგრაფია-გეოგრაფიული მდებარეობის ორიენტირებისთვის
ისტორია-ისტორიული ეპოქების აღქმისთვის


No comments:

Post a Comment